ვასო ფხაკაძეს ვიცე-მის საქართველოსთან რომანი აქვს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვასო ფხაკაძე შეყვარებულია. მისი რჩეული 21 წლის ლიკა მეტრეველი გახლავთ.
გოგონა მოდელი და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახლავთ. ლიკა პირველი ვიცე მის საქართველო 2012-ის ტიტულის მფლობელიცაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით 16 წელია. ვასო მხიარული ადამიანია და როგორც ჩანს, მისი ხასიათი ასაკობრივ სხვაობას შესამჩნევს არ ხდის. წყვილი სოციალურ ქსელში უკვე აქვეყნებს საერთო ფოტოებს. ლიკას მეგობრები რჩეულს უწონებენ და ბედნიერებას უსურვებენ.
კომენტარი