რაზე ისაუბრა მერაბიშვილმა Center for Eastern Studies-ის დელეგაციასთან?
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი დღეს პოლონური სამთავრობო ორგანიზაციის, „აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის“ (Center for Eastern Studies) დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა იყო საქართველოში 1 ოქტმბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები და დღევანდელი პოლიტიკური ვითარება. „აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი“ ექვემდებარება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიას და პასუხისმგებელი არის საერთაშორისო ურთიერთობების მონიტორინგსა და ანალიზზე.
კომენტარი