სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა მოსდევს კვების რეჟიმის დარღვევას ყველიერში

ნოდარ დუმბაძის „ნუ გეშინია დედაში“, ნაწარმოების გმირს, პროზაიკოს მდინარაძეს ეკითხებიან ჯარისკაცები – ძნელია თუ არა მწერლობა. პასუხად იგი ჩამოთვლის მწერალთა მთელ დასს, რომლებიც ან მოკლეს, ან სხვაგვარად დაამთავრეს ტრაგიკულად სიცოცხლე და დასძენს: „მარტო კრილოვი, ერთადერთი მწერალი მსოფლიოში, მოკვდა ბლინების ჭამით“.

კრილოვი სინამდვილეში გურმანი გახლდათ და დღემდე არ არის გარკვეული რუსულ ლიტერატურათმცოდნეობაში – ყველიერში მართლა მოკვდა კრილოვი ბლინების ჭამით თუ ბლინოვებთან სტუმრად მყოფს, მასპინძლის გვარის მიხედვით მიაწერეს 70 ბლინის ვერმონელება...

ვინც ბლინებს მიაწერს მის სიკვდილს, თავის მოსაზრებას საფუძვლად უდებს მოიგავარაკის მადას და გაუმაძღრობას; ხოლო ასეთი სიკვდილის მოწინააღმდეგეები იხსენებენ მისი გარდაცვალების თარიღს ნოემბრის თვეში, რაც არასგზით ყველიერს არ უკავშირდება.

თუმცაღა, ასე იყო თუ ისე, ყველიერში გადამეტებული საკვების მოხმარებისაგან სიკვდილი იშვიათი მოვლენა როდია – წარსულში არაერთხელ დაფიქსირებულა მსგავსი ფაქტები, ხოლო ერთ–ერთი ბოლო საგანგებო შემთხვევა არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა რუსეთში – 2009 წლის ყველიერში კალინინგრადის ოლქში, ჩერნიახოვსკში შედგა შეჯიბრი ბლინების ჭამაში.

48 წლის ბორის ისაევი კონკურსის აქტიური მონაწილე იყო და მან ყველაზე მეტი ბლინი შეჭამა. ავიდა სცენაზე ჯილდოს მისაღებად, მაგრამ უეცრად მუხლებზე დაეცა, სუნთქვა შეეკრა და პირიდან ქაფი წამოუვიდა. ჩაუტარეს ხელოვნური სუნთქვა, გულის პირდაპირი მასაჟი, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. ბლინების ჭამით დაიღუპა.

ამიტომ არის, რომ ექიმები აფრთხილებენ მორწმუნეებს – მემარხულეებმა ზომიერება უნდა დაიცვან ყველიერში. ცომეულის გადამეტებულ მირთმევას თუ თავისთავად არ მოჰყვა გართულება, მაშინ დიდმარხვის პრველი დღეები მოიტანენ უსიამოვნებას –

საქმე ის გახლავთ, რომ ეს პირველი დღეები მარხულობის განსაკუთრებულ სიმკაცრეს გულისხმობს, ხოლო ნაპატივები სხეულის სწრაფი გადაყვანისას საწინააღმდეგო რეჟიმზე, ორგანიზმი სტრესს განიცდის და სადაც ვიწროა, იქ წყდება – მწვავდება აქამდე მთვლემარე ქრონიკული დაავადებსები და გაწელილი კუჭიც ინერციით ითხოვს კალორიული საკვების მიღებას.

ნუ დაგვავიწყდება – კუჭის ფიზიოლოგიური ცხოველქმედების მთავარი დანიშნულება იმაშია, რომ არ ახდენდეს ტვინის მოქმედების ბლოკირებას!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100