უკრაინაში მხატვარ დავით მურაჩაშვილის ონლაინგამოფენა ომმა ჩაშალა
უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა უარყოფითი გავლენა ხელოვნებასა და კულტურაზეც იქონია. რამდენიმე თვის წინ დავით მურაჩაშვილის არაერთი ტილო შეიძინეს უკრაინელმა კოლექციონერებმა და
26-27 თებერვალს ონლაინგამოფენა - გაყიდვა იგეგმებოდა. უკრაინელებმა დავითის შემოქმედება დიდი ხანი არაა, რაც გაიცნეს, თუმცა დაინტერესდნენ და მხატვრის პოპულარიზაცია მასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით გადაწყვიტეს. როგორც მხატვარმა აღნიშნა:
"უკრაინა და უკრაინელები ძალიან მიყვარს. ვაფასებ მათ კულტურას და ჩვენ მიმართ დამოკიდებულებას. მე და ჩემი უკრაინელი პარტნიორები სწორედ ხარკოვში ვაპირებდით საქმიან შეხვედრას. რაც ახლა რუსეთ- უკრაინას შორის ხდება, დამაზიანებელი და დამანგრეველი იქნება მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. რამდენიმეწლიანი პანდემიური ურთულესი მდგომარეობიდან ვერ გათავისუფლებულა მსოფლიო და ქვეყანათა შორის ომი და სისხლისღვრა ყველა კულტურულ თუ პოლიტიკურ ჩარჩოს სცდება. 21-
ე საუკუნეში მიწათა ბარბაროსული განაწილება, უბრალოდ, მიუღებელია".
როგორც ცნობილია, ონლაინგამოფენა ჩატარდება, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აუცილებლად იქონიებს გავლენას.
კომენტარი