ბრედლი კუპერი ირინა შეიკისა და კანიე უესტის რომანის შესახებ ცნობებს გამოეხმაურა
ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი თავისი ყოფილი შეყვარებულის, ირინა შეიკისა და რეპერ კანიე უესტის რომანის შესახებ ცნობებს გამოეხმაურა. ამის შესახებ გამოცემა US Weekly წერს.
„ბრედლი სრულად უჭერს მხარს ირინას ნებისმიერ არჩევანს. მას მხოლოდ ის სურს, რომ ირინა ბედნიერი იყოს“, - განუცხადა გამოცემას კუპერთან დაახლოებულმა წყარომ.
მისივე თქმით, დაშორების შემდეგ ბრედლი და ირინა მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ.
ირინა შეიკისა და კანიე უესტის რომანის შესახებ ცნობები რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ირინა შეიკი ბრედლი კუპერს 2019 წელს დაშორდა. წყვილს ერთი შვილი, 4 წლის ლია დი სეინი ჰყავთ.
კომენტარი