სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მფრინავი მამაკაცი სამხედრო თვითმფრინავებს გაეჯიბრა (ვიდეო)

შვეიცარიელმა ივ როსიმ, ყოფილმა სამხედრო პილოტმა, რომელმაც მსოფლიოში გაითქვა სახელი საკუთარი რეაქტიული ფრთით ფრენის გამო, ცდუნებას ვერ გაუძლო და სამხედრო თვითმფრინავებთან ერთ რიგში, ცაში გაინავარდა, – ამის შესახებ შვეიცარული მედია იტყობინება.

შვეიცარიის ალპების თავზე ექსტრემალური ფრენა დაახლოებით ათ წუთს გრძელდებოდა. როსიმ უმაღლესი პილოტაჟის რამდენიმე ურთულესი ილეთი შეასრულა და მიწაზეც მშვიდობიანად დაეშვა.

შვეიცარელმა, რომელსაც „რეაქტიულ ადამიანსაც“ უწოდებენ, საკუთარი ხელით დამზადებული რეაქტიული ფრთები ჯერ კიდევ 4 წლის წინ გამოსცადა და ამ ხნის განმავლობაში ალპებისა და ლა–მანშის თავზე ფრენა მოასწრო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100