როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 1-ელ დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ბათუმში +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +5. სოხუმში +17 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +9 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -8 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ჭიათურაში +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშე დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში +9 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +7 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.
გორში იწვიმებს. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმა და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
გუდაურში თოვლი და +4 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი არის ნავარაუდევი.
ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმაა ნავარაუდევი თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+8 გრადუსი და მცირე ნალექია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა სიღნაღშიც. +6 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, იწვიმებს, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი.
წვიმაა ნავარაუდევი რუსთავშიც, ჰაერის ტემპერატურა +8 იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარი