საქართველოში COVID-19-ის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული სტატისტიკა ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4,399 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 62 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 1,705-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5390 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836.
ქვეყანაში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა.
კომენტარი