სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი დეტალები ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ცნობილი ხდება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ახალი დეტალები. "რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, ის ადგილი სადაც "რუსთავი-2"-ის დამფუძნებელი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ხელახლა შეამოწმეს. ეროსი კიწმარიშვილის ძმის ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, გამოძიებას საქმესთან დაკავშირებით ახალი ნივთმტკიცებულებები აქვს აღმოჩენილი. ზურაბ კიწმარიშვილი დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ შესაბამისი უწყებები მომხდართან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ. ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის განცხადებით დამატებითი ექსპერტიზა ორი დღის წინ ჩატარდა.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100