სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილს ფეისბუქზე რიგითი მოქალაქეები მადლობებს უხდიან

პარლამენტარი დავით საყვარელიძე: ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ამ წლების განმავლობაში გააკეთეთ! მადლიერთათვისაც და უმადურთათვისაც, დამნახავებისთვისაც და დაუნახავებისთვისაც;) დანარჩენს ისტორია შეაფასებს!;) პირველი პოსტი, რომელიც წავიკთე, ნიკა რურუასი იყო დილიდან და თავი მოვალედ ჩავთვალე იგივე გამეკეთებინა. როგორც საქართველოს ერთ-ერთმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ...

გიგა ნასარიძე: მადლობა ბატონო პრეზიდენტო, მადლობა ამ ცხრა წლისთვის, მადლობა რომ ქვეყანას მიეცით არსებობის შანსი, მადლობა რომ ისეთი მემკვიდრეობა დატოვეთ რომ აგერ ერთი წელია აქტიურად ანგრევენ და ვერ დაანგრიეს, ამისთვის და კიდევ ბევრი რამისთვის მადლობა... ახლა ცოტა დავისვენოთ და დავიწყოთ თავიდან.

ნინო ფერაძე: მადლობა პრეზიდენტო! იმ წლებისთვის, ყველაფერი იმისთვის რაც საქართველოსთვის ამ წლების მანძილზე გაკეთდა. მადლობა ყველა სიკეთისთვის!

თამარ გურიელი: რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდეთ!!!

მარი ჯალაღონია: დიდი მადლობა ბატონ მიხეილ სააკაშვილს!

YoSoyMadridista: დიდი მადლობა იმისთვის რაც გაააკეთე.... ჩემთვის, საქართველოს ახალი ისტორია ხარ... დიდი ადამიანი და უკეთილესი პიროვნება:) თქვენს სიკეთეს ვინც დაივიწყებს და უარყოფს ბანჯგვლიანი მარგველაშვილის ღირსია მართლაც... ძალიან ძალიან მიყვარხარ და არასოდეს დამავიწყდება მიხეილ სააკაშვილის ეპოქა.. რადგან ეს იყო უდიდესი ეპოქა და უდიდესი გზა გაბრწყინებისკენ....

ვრცელ წერილს აქცეყნებს რიგითი მოქალაქე მარიტა რატიანი.

ჩემო პრეზიდენტო, ბატონო მიხეილ!

არა, მიშა, რადგან თქვენ ხართ ჩვენი მიშა. ჩემი, ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების, ჩემი ნაცნობების, ჩემი თანამოქალაქეების, ჩემი სრულიად საქართველოს მიშა. სხვადასხვა დროში დაბადებულებისთვის სხვადასხვა მიშა ხართ.

ბებიაჩემი ვერ მოგესწროთ, მაგრამ მისი ასაკის ხალხისთვის ერთი ურჩი ბავშვი ხართ, რომელმაც ცხოვრების მიწურულს საინტერესო გახადა მათი ყოფა, სასაუბრო გაუჩინა და კიდევ ერთხელ აფიქრებინა, ეჰ, ნეტავ მეც ასეთი ახალგაზრდა ვიყოო.

ჩემი მშობლებისთვის თქვენ საშინელი 90-იანების დასასრულის შემოქმედი ხართ. იმ 90-იანების, მათ შვილებს რომ შიოდათ, პირს დიდი მანქანებით მოტანილი წყლით რომ ბანდნენ, საჭმელს საბურავებით დანთებულ ცეცხლზე რომ უმზადებდნენ, დღის ნახევარს პურის რიგში რომ ატარებდნენ და ხშირად სახლში 1 პურიც ვერ მოქონდათ.

ჩემი დის თაობისთვის ის მომავალი ხართ, რომელზეც ლექციებზე ფეხით მიმავალნი ფიქრობდნენ. რომელიც დადგა, დადგა მაშინ, როცა თქვენ წითელი ვარდით ხელში პარლამენტის (აწ უკვე ძველ და მჯერა, ნამდვილად ძველ) შენობაში შეაბიჯეთ და ეს იყო პირველი ნაბიჯი ძალიან დიდ გზაზე.

ჩემი დისშვილისთვის თქვენ მაგალითი ხართ, როგორი ადამიანი უნდა გაიზარდოს, რამდენი უნდა იმუშაოს და ისწავლოს, რამდენი ენა უნდა იცოდეს, პრეზიდენტობას თუ არა, დირექტორობას მაინც რომ მიაღწიოს.

ჩემთვის ხართ ადამიანი, რომელმაც ჩემ თვალწინ შეცვალა ქვეყანა - ის განათდა, გაფერადდა, გათბა, მხრებში გაიმართა და გაამაყდა. ვისი წყალობითაც ჩემი ერთი ციცქნა საქართველო რუკას დაეტყო, ვისი დამსახურებითაც აღარავის ეშლება Country of Georgia State of Georgia-ში და ამერიკელი არ ვგონივარ ჯორჯიას შტატიდან.

ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ შემიძლია საღამოობით ქალაქის ქუჩებში ვისეირნო და არაფრის შემეშინდეს. პოლიციელს გზა ვკითხო და როცა ზრდილობიანად მასწავლის, ღიმილით დავუქნიო ხელი. ჩემი მანქანა უფრო იშვიათად რომაა შესაკეთებელი, რადგან სულ უფრო იშვიათად ვარდება გზებზე ორმოებში. ზამთრის ცივ დილას გათბობას რომ ვრთავ, შუქს ვანთებ და თბილ წყალს რომ ვუშვებ ონკანში, ამისთვისაც დიდი მადლობა.

დიდი მადლობა, რომ შემიძლია აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე საათში ჩავიდე და თავი საკუთარ სახლში ვიგრძნო.

დიდი მადლობა, რომ სამსახურის დასაწყებად ნაცნობის ძებნა და ფულის გადახდა არ დამჭირვებია და ახლა რომ ვსწავლობდე უნივერსიტეტში, ჯგუფელები არ მკითხავდნენ, ეს გამოცდა რამდენად ჩააწყვეო.

დიდი მადლობა, რომ დამანახეთ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს მომავალი და მე უკვე აღარასდროს დავკმაყოფილდები მიღწეულით, აღარ შევეგუები წარსულისკენ ყურებას და მით უფრო უკუსვლით მოძრაობას.

დიდი მადლობა თქვენ გამძლეობისთვის, თქვენ, ვინც იტანდით ხალხის უმადურ გამოხდომებს და მაინც არ ჩაიქნიეთ მათზე ხელი.

დიდი მადლობა და ნახვამდის ბატონო პრეზიდენტო.

ნახვამდის და არავითარ შემთხვევაში მშვიდობით, ჩვენ კიდევ დიდხანს გვჭირდებით.

უღრმესი პატივისცემით და სიყვარულით,

საქართველოს მოქალაქე მარიამ რატიანი.

მორიგ ვრცელ სამადლობელ წერილს სოციალურ ქსელში რიგითი მოქალაქე გიორგი ჩოხელიც ავრცელებს.

მადლობა ბატონო მიხეილ !!!

მადლობა იმ მუშაობისთვის რომელიც 9 წლის განმავლობაში თქვენს გუნდთან ერთად გაწიეთ საქართველოს სახელმწიფოს წინსვლისათვის.

თქვენ მოახერხეთ ახალი საქართველოს იდეის გარშემო ახალგაზრდების შემოკრება.

ხოლო ახალგაზრდა მთავრობამ შეძელით ახალი სიმბოლიკის: დროშის, ჰიმნის და გერბის შექმნა.

ამ სიმბოლიკით დაიწყეთ ბრძოლა: ჩაბნელებული საქართველოს გასანათებლად, დანგრეული ხიდებისა და გზების აღსადგენად, კრიმინალის დასამარცხებლად. თქვენი მთავრობის მუშაობის შედეგად საქართველოს ტერიტორია დაატოვებინეთ რუსულ ჯარს, და წარსულს ჩავაბარეთ რუსული ბაზები.

საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღდა, ბიუჯეტი 9 წლის მანძილზე 10-ჯერ გაიზარდა, რომელიც 2003 წლამდე არ გაგვაჩნდა. დაიწყო წარმატებები სპორტში, ოლიმპიადაზე დამოუკიდებელმა საქართველომ მოიპოვა პირველი ოქროს მედალი, ქართველმა კალათბურთელებმა კი იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატზე, სხვადასხვა ინდივიდუალურ სახეობებში საქართველო გახდა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ეს ყველაფერი ხდებოდა იმ წარმატებული რეფორმების ფონზე რომელიც თქვენ წამოიწყეთ.

ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოდ იქცა!

ჩაბნელებული ქვეყანა განათდა და გალამაზდა.

ამ წარმატებას ახლდა 2008 წლის ომი და იმედგაცრუება, მაგრამ თქვენ მოახერხეთ და დემოკრატიისკენ გზა განაგრძეთ, არჩევნების გზით დათმეთ ხელისუფლება და შექმენით დემოკრატიის პრეცედენტი კავკასიაში.

თქვენ გეკუთვნით მადლობა მთელი ერისგან!

ჩვენ ერს უყვარს უფრო მეტად მოკვეთილი ხელები, ვიდრე ხელებით შექმნილი არქიტექტურა.

თქვენი არქიტექტურა, ჩვენი სახელმწიფოა, რომელიც დღეს უფრო ლამაზია ვიდრე 9 წლის უკან იყო.

ამიტომ მადლობა ბატონო მიხეილ, გისურვებთ წარმატებებს!!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100