სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთად დავეხმაროთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს

„ლიბერალური კვალი“ 15 ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის გამოფენა-გაყიდვაზე გიწვევთ

პარასკევს, 2 მაისს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის: გუდიაშვილის ქ. 7, I კოპუსი) გაიმართება ცნობილ ქართველ ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“. საქველმოქმედო საღამოზე მოწვეული არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და გამოფენაში მონაწილე ფოტოგრაფები. გამოფენაზე დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 15 ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის 40 -მდე ნამუშევარი. ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახების დასახმარებლად გაერთიანდნენ: იური მეჩითოვი, გოგა ჩანადირი, ბადრი ვადაჩკორია, ანა ციციშვილი, ივანე გოგოლაძე, მირიან კილაძე, რომან თოლორდავა, ანრი აბაშელი, მარი ნაკანი-მამასახლისი, გიორგი აბდალაძე. გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფონდის მიერ შერჩეული 4 ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ღონისძიების მიზანია საქართველოს მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს საქველმოქმედო პროცესში. საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“ მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას და ყოველ წელს გააფართოებს საქველმოქმედო საქმიანობის არეალს.

საქველმოქმედო ფონდი “ლიბერალური კვალი“ დაარსდა 2013 წელს. საქმიანობის პირველი დღიდან ფონდი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებსა და იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. ფონდი მიზნად ისახავს მოიძიოს ინფორმაცია იმ ოჯახებზე, რომლებსად არსებობისთვის უკიდურესად მძიმე პირობები აქვთ, გაეცნოს იმ აუცილებელ საჭიროებებს, რომლის დეფიციტსაც ისინი განიცდიან, შემდეგ კი დაეხმაროს მათ კეთილმოსურნე ადამიანებთან ერთად. ფონდი სთავაზობს გულშემატკივრებს სრულ ჩართულობას ქველმოქმედებაში. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მცირედი წვლილი შეიტანოს თუნდაც ერთი ოჯახის დახმარებაში. ფონდში მიღებული შემოსავალი ( შემოწირულობა) სრულად ხმარდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100