სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ფეხმძიმობა მოულოდნელი იყო და არ ველოდებოდი" - როგორ ემზადება თამუნა მუსერიძე დედობისთვის, "დრონი.ჯი"-ს ინტერვიუ წამყვანთან

თამუნა მუსერიძის პირადი ცხოვრებით საზოგადოება უკვე კარგა ხანია დაინტერესებულია. რამდენიმე წელია ტელე და რადიო წამყვანს მსახიობ სანდრო მიკუჩაძესთან აქვს რომანი. ახლა კი წყვილი ბავშვს ელოდება. მუსერიძე უკვე მეშვიდე თვეშია და პატარას მაისში აჩენს. ორსულობის შესახებ სასაუბროდ „დრონი.ჯი“ წამყვანს დაუკავშირდა:


რამდენი თვის ორსული ხარ და ბავშვს როდის ელოდები?

- მეშვიდე თვეში გადავდივარ, მაისის ბოლოს გოგოს ველოდები. სახელი შევარჩიე, თუმცა ჯერ არ ვამბობთ.

როგორი ორსულობა გაქვს, თავს როგორ გრძნობ?

- ახლა უკვე კარგად ვგრძნობ თავს, თავიდან ცოტა მძიმე ორსულობა და პრობლემები მქონდა.

როგორ შეხვდით შენ და სანდრო ფეხმძიმობის ამბავს?

- ფეხმძიმობა მოულოდნელი იყო და არ ველოდებოდი, თუმცა ძალიან გამიხარდა. ყოველთვის მინდოდა, რომ მეორე ბავშვი მყოლოდა, თანაც გოგო. ამიტომაც ძალიან გახარებული ვარ. სანდროსაც იგივე რეაქცია ჰქონდა.

წონაში თუ მოიმატე?

- კი, უკვე 18 კილო მოვიმატე და განვიცდი.

როგორ ემზადები დედობისთვის?

- ჯერჯერობით არ ვემზადები წინასწარ. ცოტა ცრუმორწმუნე ვარ და არაფერს ვყიდულობ. სანდროს უნდა, რომ საწოლი და ეტლი ვიყიდოთ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ. პირველი ბავშვი, რომ გავაჩინე, შემდეგ ვიყიდე ყველაფერი.

ფიზიოლოგიურად აპირებ მშობიარობას?

- ფიზიოლოგიურად მშობიარობა ვერ ხერხდება. პირველი ბავშვი საკეისროთი მყავს გაჩენილი, შესაბამისად, მეორე ბავშვზეც მითხრეს, რომ არ გავსრისკო.

დაესწრება თუ არა სანდრო მშობიარობას?

- მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ სანდრო მშობიარობას დასწრებოდა, თუმცა არ ასწრებენ. მართალია მას არ ჰქონია სურვილი და გადარჩა კიდეც. საკეისროს დროს მამები გვერდზე ოთახში ჰყავთ და პირველივე წუთებში მათ აწვენენ მუცელზე, შესაბამისად, სანდრო გადარჩა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100