სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„აიპედები“ ტელევიზორებზე ძვირი ეღირება

Bloomberg

ტელევიზორების ფასები ისე სწრაფად ეცემა, რომ სულ მალე ისინი თითქმის 10-ჯერ მცირე ზომის Apple-ის „აიპედზე“ იაფი ეღირება.ამერიკაში, მიმდინარე კვარტალში, 42 დიუმიანი ტელევიზორების საშუალო ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 10%-ით დაეცემა და წლის ბოლოს 578 დოლარამდე ჩამოვა. რაც შეეხება აიპადის კომპიუტერულ პლანშეტებს,

მათი ფასები 499 დოლარიდან 829 დოლარამდე ავარდა. ამ მონაცემებს კალიფორნიის კვლევითი ფირმა „დიპლეისერჩი“ აქვეყნებს.ფასების ასეთი დაცემა გამოწვეულია იმით, რომ „სამსუნგ ელექტრონიქსისა“ და „სონის“ მსგავსმა უმსხვილესმა კონცერნებმა, შარშანდელი წლიდან მოყოლებული, თავიანთ ტელევიზორებზე ერთი დოლარის მომატებაც კი ვერ მოახერხეს.1954 წელს ამერიკაში

RCA-ს ბრენდის პირველი ფერადი 12 დიუმიანი ტელევიზორი 1000 დოლარად გაიყიდა. 2002 წელს სამხრეთ კორეის ტელევიზორების უმსხვილესი მწარმოებლის „სამსუნგის“ 40 დიუმიანი, კრისტალურეკრანიანი ტელევიზორები 8000 დოლარად, ხოლო 2004 წელს, იაპონური „შარფის“45 დიუმიანი ტელევიზორი 997 500 იენად იყიდებოდა. დღეს უკვე სხვა სურათი გვაქვს. „აიპედებს“ ფართოეკრანიანი, ფერადკრისტალური ტელევიზორებიც კი ვეღარ უწევენ კონკურენციას.„ეფლის“ თანადამფუძნებელმა სტივ ჯობსმა, რომელიც თანამდებობიდან გადადგა და მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციას ასრულებს, „აიპედებზე“ 2010 წელს დაწესებული ფასები უცვლელი დატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100