სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პინ-არტი“ დაბრუნდა

ოთხმოციან წლებში გავრცელებული თამაშის, „პინ არტი“-ს არსი იმაში მდგომარეობდა, რომ კონსტრუქტორის დახმარებით შესაძლებელი იყო საკუთარი, ზუსტი ავტოპორტრეტის შექმნა 5 წამში და არა მარტო პორტრეტის...

აღნიშნულმა თამაშმა, დიზაინერ ლულუ გინესს გამოფენა, „Clerkenwell Design Week“-ის ფარგლებში გიგანტური სკულპტურების შექმნა შთააგონა. უზარმაზარი კონსტრუქტორები ლონდონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის პირდაპირ დადგეს და ნებისმიერ მსურველს შეეძლო კონსტრუქტორთან მისვლა და პირდაპირი მნიშვნელობით, საუკუნოდ ისტორიაში დარჩენა.

სისტემა ძალიან მარტივია - კონსტრუქტორი პლასტმასისგან არის დამზადებული, რომლებსაც ხვრელები აქვს დატანებული და სადაც, მეტალის 35 სანტიმეტრიანი ნემსებია მოთავსებული, თუ ამ ნემსებს ვერტიკალურად სხეულის რომელიმე ნაწილი მიედება, მაშინ წინიდან სხეულის ნაწილის ზუსტი გამოსახულება გამოჩნდება. სწორედ ასე ხერხდება ნებისმიერი ვითარების ძალიან საინტერესოდ დაფიქსირება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100