სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ამოვიცნოთ ადამიანების რეალური სახე?

ადამიანის ნამდვილად გაცნობისთვის საუკეთესო საშუალებაა მისი რაც შეიძლება მრავალფეროვან სიტუაციაში დანახვა: ოჯახი, სამსახური, მეგორების წრე, მეზობლები, მაღაზიები, კაფე-ბარები და ა.შ. და ბოლოს ამ სხვადასხვა როლების გაერთიანების საფუძველზე მისი ერთი სახის მიღება.

დააკვირდით მას სიმთვრალეში. თრობა ის მდგომარეობაა, როდესაც ცნობიერი კონტროლი მინიმუმამდეა დაყვანილი და ადამიანი შედარებით თავისუფალია შეზღუდვებისგან, წესების და კანონების დაცვისგან. რაც უფრო მეტს დალევს, მით უფრო მატულობს მისი გულწრფელობის შანსი.

სიმთვრალეს ცოტათი წააგავს მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. ყოველშემთხვევაში იმას გაიგებთ, თუ რა ნეგატიური აზრები აქვს თქვენზე (გაითვალისწინეთ, რომ კამათში და ჩხუბში ნათქვამი უსიამოვნო ფრაზები კი შეიცავს სიმართლეს, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმ შთაბეჭდილებიდან, რაც მას თქვენზე აქვს. ანუ ამ ნეგატივთან ერთად პოზიტივის არსებობაც არ გამორიცხოთ).

მასთან ერთად ერთ სახლში ცხოვრება ძალიან მდიდარ ინფორმაციას მოგცემთ, რადგან დაინახავთ, როგორი რუტინული ჩვევები აქვს, როგორ იცავს ჰიგიენას, როგორ იკვებება, როდესაც დამსწრე საზოგადოება არ ყავს, როგორც ეს კაფეებშია ხოლმე. დაინახავთ, როგორ ურთიერთობს ის თავის ოჯახის წევრებთან, რომლებთან ერთადაც გაიზარდა და სხვა.

პრობლემა და გაჭირვება - ის თუ როგორ ცდილობს დააღწიოს წარმოქმნილ უსიამოვნებებს, ბევრს მეტყველებს მის პიროვნებაზე (გაურბის პრობლემებს, სხვების იმედი უჩნდება, პირისპირ ებრძვის და ა.შ.). განსაკუთრებით უნდა გიხაროდეთ, თუ პრობლემა თქვენ ორს გიჩნდებათ, რადგან სცენას ფარდის ახდის დრო მოსდის.

არსეობობს კიდევ მრავალი წვრილ-წვრილი დეტალები, მაგ, წამოცდენები, მიმიკები, ჟესტები და ფიქრები, რომლებზეც ის გიყვებათ, მაგრამ იმისთვის, რომ ესენი სანდო შეფასების საშუალებებად აქციოთ, სოლიდური ცხოვრებისეული გამოცდილებაა საჭირო. ამიტომაც ფრთხილად მოეკიდეთ ასეთი ნიუანსებით მანიპულირებას და ,,დიაგნოსტირებას”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100