სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტელეკომპანიის თანამშრომლებმა და მამუკა ღლონტმა "მაესტროს" შენობა დატოვეს

ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლებმა და დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა, ტელეკომპანიის კუთვნილი კამერებით, ტელეარხის შენობა დატოვეს. ამის შესახებ თავად მამუკა ღლონტმა განაცხადა "პირველი არხის" ეთერში. ინფორმაციას ადასტურებს "მაესტროს" მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი.

როგორც მამუკა ღლონტი აცხადებს, ის ტელეკომპანიის თანამშრომლებთან ერთად მაუწყებლობას სხვა ადგილიდან - "მაესტროს" შენობის გარედან გააგრძელებს, რადგან მოლაპარაკება ეროსი კიწმარიშვილთან არ შედგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100