"ყოველთვის მიჭირს ხოლმე ჭორებზე კომენტარები, მაგრამ ამ შემთხვევაში გავაკეთებ" - გახარია
საკადრო ცვლილებები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში - მთავრობის მეთაურისთვის "მსგავსი როტაცია ნორმალურია".
ეს მაშინ, როცა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ახალი უფროსად ილია კვაღინიძე დაინიშნა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის – "კუდის" თანამშრომელი იყო.
მმართველი პარტიის წევრები დღესაც აღნიშნავენ, რომ ილია კვაღინიძეს პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაცია.
"ყოველთვის მიჭირს ხოლმე ჭორების კომენტარები, მაგრამ ამ შემთხვევაში გავაკეთებ, შინაგან საქმეთა მინისტრი მეც ვიყავი და საერთოდ შსს–ში არის ძალიან სწორი პრაქტიკა სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაცია. ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემს დროს იყვნენ დანიშნული, ორ წელიწადზე მეტია ამ თანამდებობებზე მსახურობენ და ახლა ხდება მათი როტაცია, ეს არის ნორმალური, მაშინ მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს, დღეს ბატონი გომელაური არის მინისტრი და ეს არის ნორმალური, ასე ხდება ყველგან" – ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია
კომენტარი