ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიის ბოლოს ლოკომოტივის სტადიონის ტრიბუნებს ცეცხლი წაეკიდა
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის ბოლოს ლოკომოტივის სტადიონის ტრიბუნებს ცეცხლი წაეკიდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სტადიონზე ფოიერვერკი გაუშვეს. ტრიბუნის ნაწილი დაიწვა. შედეგად არავინ დაშავებულა.
გარდა ამისა, ფოიერვერკის ნაპერწკლების ნაწილი გულშემატკივრით სავსე ერთ-ერთი ტრიბუნაზე დაეცა, რის გამოც გულშემატკივრები იძულებულნი გახდნენ გვერდითა ტრიბუნაზე გადაენაცვლათ.
კომენტარი