სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი მყინვარწვერის დასალაშქრად (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოპულარიზაციას განაგრძობს. საქართველოს პრეზიდენტი სამთო გამყოლთა ასოციაციის მოწვევით მყინვარწვერის დასალაშქრად გაემგზავრა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 5047 მეტრია. 3 დღიანი მოგზაურობის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე გამოცდილ მთასვლელთან ერთად მყინვარის გარშემო მთები და პლატო დალაშქრა. ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდნენ რუსი საზოგადო მოღვაწე ანდრეი ილარიონოვი და გოგა ხაჩიძე.

მათ გერგეთის სამების ეკლესიიდან მეტეოსადგურის საბაზო ბანაკამდე 15 კილომეტრი ფეხით გაიარეს. გზაში პრეზიდენტს უცხოელი ტურისტების რამდენიმე ჯგუფიც შეხვდა. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე ბეთლემის მცირე ტაძარი მოილოცა, რომელიც 4100 მეტრზე მდებარეობს.

უამინდობამ და მისმა თანმხლებმა ქარიშხალმა, რომელმაც ლაშქრობის მონაწილეებს 4500 მეტრის სიმაღლეზე მოუსწრო, ლაშქრობა შეაფერხა. თუმცა მიუხედავად დაბრკოლებებისა, ამინდის გამოსვლასთან ერთად ის უახლოეს დღეებში დასრულდება.

ლაშქრობისას მყინვარზე ტემპერატურა -15º იყო, მაშინ როდესაც ბარში სითბო +30º-ს აღწევდა.
პრეზიდენტმა ლაშქრობაში მონაწილეობა საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მიიღო. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ასი ათასიდან - ხუთ მილიონამდე გაიზარდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის აზრით, ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისა და სწორი რეკლამის პირობებში, საქართველოს ოცი მილიონი ტურისტის მიღება შეუძლია, რაც განუზომლად გაზრდის თითოეული ქართველის შემოსავალს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100