სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაწამები პატიმრების იდენტიფიცირების პროცესი დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში გავრცელებულ ვიდეომასალებში ასახული ნაწამები პატიმრების იდენტიფიცირების პროცესი დაიწყო.

ომბუცმენის აპარატი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არაგეგმიურ საგანგებო მონიტორინს ახორციელებს.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, ნათია იმნაძის განცხადებით, საპატიმროებში ამ დროისთვის მშვიდი სიტუაციაა და ამ ეტაპზე არავითარ კანონდარღვევას არ აქვს ადგილი, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ სასჯელაღსრულებით ორგანოებში ორი დღის განმავლობაში გათიშული იყო სატელეფონო და სატელევიზიო კომუნიკაციები. თუმცა, დღეისათვის ეს პრობლემაც მოგვარებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100