სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ იქნება არჩევნების გაყალბება, სამწუხაროდ, ჩვენ უნდა შევხედოთ ბელარუსის შემთხვევას, თუ რა მოხდა იქ - გრეგოროვა

"მე არ ვიცი, რატომ დგამს ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ეს არის არჩევნების წაგების სტრატეგია. შესაძლოა მათი წაგება დემოკრატიისთვის უკეთესი იყოს, მაგრამ ეს მაინც უცნაურია იმ პარტიისგან, რომელსაც არჩევნების მოგება სურს. ჩემი აზრით, ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი ომს მოიგებს უახლოეს თვეებში, რაც ჩემი აზრით ვერ მოხდება, და ისინი შემდეგ გამარჯვებულ მხარეს იქნებიან. მაგრამ ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.

თუ იქნება არჩევნების გაყალბება, სამწუხაროდ, ჩვენ უნდა შევხედოთ ბელარუსის შემთხვევას, თუ რა მოხდა იქ. ევროკავშირმა არ აღიარა ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციას, კერძოდ სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ასევე მთელ ბელარუსულ სამოქალაქო საზოგადოებას ფინანსურად და ეკონომიკურად, ბელარუსი კი დავასანქცირეთ. ამიტომ, თუ საქართველოში იგივე მოხდა, მაშინ ეს პრეცედენტია".

ამბობს ევროპარლამენტარი, მარკეტა გრიგოროვა რუსული კანონის მიღებასა და "ოცნების" განცხადებებზე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურად ცნობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100