მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიკრო ავტობუსი დაიწვა
ცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. მიზეზი ხანძარი გახდა, რომელიც მიკროავტობუსს გაუჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, მანქანა გაუმართავი ელექტრობის გამო აალდა. მძღოლმა ტრანსპორტიდან გამოსვლა დროულად მოასწრო და არ დაშავებულა.
ადგილზე მისულ სახანძრო ბრიგადას მანქანა უკვე დამწვარი დახვდა. მიკრო ავტობუსი კომპანია "პე-ეს-პეს" ეკუთვნის.
კომენტარი