სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წერე ქართულ კინოზე! - ახალი კონკურსი სტუდენტებისთვის !

წერე ქართულ კინოზე! - ეს არის ახალი კონკურსი, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოში კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შეუძლიათ.
პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილე სტუდენტთა შერჩევა მოხდება მათ მიერ წარმოდგენილი ესეების მიხედვით. მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტებისთვის კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გადაღებული ფილმებიდან შეარჩია 10 ფილმი, რომლებზეც კონკურსანტები დაწერენ 10 რეცენზიას და წარუდგენენ კომისიას, ხოლო კომისია განიხილავს წარმოდგენილ რეცენზიებს და გამოავლენს გამარჯვებულებს.
კონკურსის პირობების და საკონკურსო მოთხოვნების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - http://www.gnfc.ge/geo/competition/240

  • გამარჯვებული სტუდენტი დაესწრება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს. კინოცენტრი მას დაუფინანსებს ფესტივალის აკრედიტაციას, მგზავრობის, დღიურ და სასტუმრო ხარჯებს.
  • მეორე ადგილზე გასული სტუდენტი დაჯილდოვდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).
  • მესამე ადგილზე გასული სტუდენტი დაჯილდოვდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2016 წლის 5 ოქტომბერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100