სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

6 წლის გოგონამ უმცროსი ძმა სიკვდილს საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა

ეს ტრაგედია რუსეთში 2015 წლის მაისში მოხდა, 6 წლის გოგონამ უმცროსი ძმა სიკვდილს საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა.

მაშა და დიმა სახლში თამაშობდნენ, შემთხვევით დენის კაბელს ფეხი გამოსდეს და მდუღარე წყალი გადაესხათ, უფროსი და ძმას გადაეფარა და 5 ლიტრი წყალი მის სხეულზე დაიღვარა.

მაშა დედასთან გაიქცა, საკუთარი ტკივილის შესახებ ჩივილის ნაცვლად მან დედას მხოლოდ 4 სიტყვა უთხრა „დედიკო მე დიმკა დავწვი“ გოგონას სხეულის 60% დამწყვარი ჰქონდა, მაგრამ არც კი უტირია.

ბავშვების ბიძამ სასწრაფოში დარეკა, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა, დაშავებულები ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში თავად წაიყვანეს, თუმცა იქ კიდევ უფრო გართულდა სიტუაცია.

„იმის ნაცვლად, რომ ბავშვები გაესინჯათ მე დამიწყეს დაკითხვა, მთხოვდნენ რაღაც საბუთებს, მიმღებში მთელი საათი გავატარეთ. ბოლოს დიმკას მალამო წაუსვეს, მაშას სამყოფი მალამო კი არ ქონდათ. გული თითქოს მიჩერდებოდა, როდესაც მაშა მეკითხევოდა „დედა მე როდის დამეხმარებიან? ვეღარ ვუძლებ ტკივილსო“ მალამო კი არსად ჩანდა, მედპერსონალი აქეთ-იქით დარბოდა და ამ მალამოს შოვნას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ. ისტერიკაში ჩავვარდი, ვტიროდი, საჭირო იყო ბავშვის დამწვრობის ცენტრში გადაყვანა, მაგრამ ექიმებმა ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტეს ჩვენთვის საავადმყოფოს კუთვნილი ავტომობილი უაზი არ გამოეყოთ. დამწვრობის ცენტრში ჩვენი მანქანით წავედით და იქამდე მისასვლელად 40 წუთი დაგვჭირდა, სასწრაფო დამხარების მანქანით კი 20 წუთში მივიდოდით“ - განაცხადა ბავშვების დედამ.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი უყურადღებო ექიმების დასჯას ითხოვს, აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავების მიერ საქმე უკვე აღძრულია.

„მე უნდა დავსაჯო ეს ადამიანები. იცით მაშა წელს სკოლაში მიდიოდა, მისთვის ფორმაც გვქონდა ნაყიდი, ჩანთაც... ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი მას აღარ დასჭირდება“ - განაცხადა გარდაცვლილი გოგონას რუსულ დედამ მედიასთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100