სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში მეათე კლასელი დაჭრეს

თბილისის 161- საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა. ინციდენტის შედეგად მე-10 კლასის მოსწავლე ფეხში დაიჭრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სკოლის დირექტორმა, მიხეილ მინდაძემ განუცხადა, დაჭრა განზრახ არ მომხდარა და ეს ერთმანეთში ხუმრობის დროს მოხდა.

"მათ არ ჰქონიათ ჩხუბი და ეს ფაქტი მათი ერთმანეთში ხუმრობის შედეგად მოხდა. არავითარი განზრახ მცდელობა არ ყოფილა. ერთიც და მეორეც ამბობს, რომ ასე იყო", - განაცხადა მინდაძემ.

მისივე თქმით, დაშავებულს მსუბუქი ჭრილობები აქვს და ჟვანიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

161-ე სკოლაში სამართალდამცველები იმყოფებიან და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100