თანამედროვეობის სენი, რომელმაც ბოლო 3 წელიწადში განქორწინებულთა რიცხვი 10%-ით გაზარდა
თანამედროვეობის სენი და საგანგაშო სტატისტიკა. JMW Solicitors-მა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმადაც ქალების სურვილი გახდნენ უფრო ლამაზები სავალალო შედეგამდე მივიდა.
როგორც გაირკვა თანამედროვე მსოფლიოში განქორწინების ხშირი მიზეზი გახდა ცოლის სიყვარული პლასტიკური ქირურგიის მიმართ.
JMW Solicitors ირწმუნება, რომ გახშირებულია შემთხვევები, როდესაც ქმარი ცოლს შორდება, რადგან ქალი სხეულის ქირურგიული მეთოდებით გალამაზებაში ბევრ ფულს ხარჯავს.
სტატისტიკის თანახმად ბოლო 3 წლის განმავლობაში განქორწინებულთა 10%-ის დაშორების მიზეზი სწორედ აღნიშნული ფაქტი გახლავთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ მამაკაცს ფული არ ენანება, მაგრამ ცოლის ხელოვნურად გალამაზება მაინც არ მოსწონთ. „ჩემს ხარჯზე გარეგნობას იუმჯობესებს იმისათვის, რომ სხვა მამაკაცებს მოაწონოს თავი“ - აცხადებენ უკმაყოფილო ქმრები და ითხოვენ განქორწინებას.
სასაცილო და გასაოცარი გახლავთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ქალბატონი ქმრის მიერ მისი პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტების ხარჯების დაფარვას განქორწინების შემდეგაც ითხოვს.
კომენტარი