სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველი მუსულმანი ტრანსექსუალის ისტორია... ასეთები შესაძლოა ჩვენს ქვეყანაშიც იყვნენ

„ბრიტანეთის არმიის ყოფილი ჯარისკაცი ლოურენს ვალენდერი საკუთარი თავის პოვნას ცდილობს“ -სტატიებმა მსგავსი სათაურებით უკვე მოიცვა ინგლისური პრესა. საქმე იმაშია, რომ ლოურენსმა შეიცვალა სარწმუნოება და სქესი, ის მუსულმანი ტრანსსექსუალი გახდა და უფრო მეტიც, გათხოვდა.

წარსულში ვალენდერი ჩვეულებრივი ბრიტანელი ახალგაზრდა იყო, სვამდა დიდი რაოდენობით ალკოჰოლს, ერთობოდა კლუბებში გოგონებთან ერთად, მაგრამ გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი მისთვის სიხარულისა და ბედნიერების მომტანი არ იყო. საკუთარი ცხოვრების შცვლის მიზნით ვალენდერმა ბრიტანეთიის არმიის წევრობა გადაწყვიტა, თუმცა ჯარმა მას დეპრესია დამართა.

არმიიდან წამოსვლის შემდეგ, ლოურენსმა სხვა ცვლილებების განხორციელება დაიწყო, დატოვა მშობლიური სახლი, გაიზარდა თმა, გაიარა ჰორმონალური თერაპია და დაიწყო ბიჭებთან პაემნებზე სიარული, შედეგად კი მოვიდა გადაწყვეტილება სქესის შეცვლის შესახებ.

სქესის შცვლის შემდეგ ლოურენსი ლუსიდ იქცა და სარწმუნოების შეცვლაც მოუნდა, ლუსის (ლოურენსის) არჩევანი ისლამზე შეჩერდა, რადგან ჩათვალა, რომ ისლამი მშვიდობისმოყვარე რელიგიაა.

ზემოაღნიშნული უჩვეულო ცვლილებების განხორციელების შემდეგ ყოფილი ჯარისკაცი და ყოფილი მამაკაცი ბედნიერ ქალად იქცა. „მე ვიპოვე საკუთარი თავი“-ამბობდა ვალენდერი. თუმცა ეს მისი ცვლილებებისა და ბედნიერების მიზეზების დასასრული არ ყოფილა. ძალიან მალე ლუსიმ გაცნობის საიტზე მომავალი ქმარი, მუსულმანი მამაკაცი მურადი გაიცნო. მურადმა ცოლის წარსულის შესახებ სრული სიმართლე მხოლოდ ქორწილის შემდეგ შეიტყო, თუმცა ამას მათი ბედნიერებისთვის ხელი არ შეუშლია.

„ახლა სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ის მაკლია, რომ მეჩეთში შსვლის უფლება მომცენ, მაგრამ ტრანსექსუალებისთვის ეს ჯერჯერობით აკრძალულია. მინდა მუსულმანებმა ტრანსსექსუალების უფლებები არ დაარღვიონ, მართალია ამ ეტაპზე მე ერთადერთ მუსულმან ტრანსსექსუალად ვითვლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მუსულმანი ტრანსექსუალები არ არსებობენ. უბრალოდ მათ საკუთარი რეალური სახის გამოჩენის შიში აქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100