ისანში 62 წლის მამაკაცი მოკლეს
ისანში 62 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გარდაცვლილს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული მ.ი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი