ახალი საოცარი მიღწევა, ხელოვნური თავის ქალა.
მედიცინისა და ტექნიკის ახალი საოცარი მიღწევა, ხელოვნური თავის ქალა.
ჰოლანდიაში საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალისტებმა მსოფლიოში პირველად ჩაატარეს ურთულესი ოპერაცია, რომლის შედეგადაც ადამინს მთლიანად შეუცვალეს თავის ძვლის ქალა ხელოვნური 3D ვერსიით. პაციენტი დაავადებული იყო ძვლის ქრონიკული დაავადებით, მისი თავის ქალის სისქმემ 5 სანტიმეტრს მიაღწია, რის შედეგადაც ქალმა დაკარგა მხედველობა. ქირურგიული ჩარევის გარეშე პაციენტი სასიკვდილოდ იყო განწირული.
ჩატარდა ურტთულესი ოპერაცია რის შედეგადაც ქალს სრულად აღუდგა მხედველობა სამი თვის შემდეგ კი პაციენტის ჯანმრთელობა იმდენად გაუმჯობესდა რომ მან სამუშაოს გაგრძელებაც კი შეძლო.
ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც ქირურგებმა ძვლის 3D ვერსიის ჩანაცვლებით სრულად შეძლეს დაავადების აღმოფხვრა და პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება.
მეცნიერები სულ უფრო მასშტაბურად იყენებენ მედიცინის ამ ახალ სენსაციურ აღმოჩენას, სხეულის თითქმის ყველა ნაწილის როგორც სამკურნალოდ ასევე შესანარჩუნებლად.
კომენტარი