რუსთავში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა რუსთავში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე მომხდარი ავარია. #2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაქტორს შეეჯახა, შედეგად ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი