სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოსტალგია სსრკ–ზე რუსულად

რუსების 17 პროცენტს სომხეთთან გაერთიანება სურს, 27 პროცენტს – ყაზახეთთან, 35 პროცენტი, ტრადიციულად, ბელორუსს, ხოლო 33 პროცენტი უკრაინასთან კავშირს ირჩევს. ამის შესახებ მონაცემები, სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა. გამოკითხვა 2011 წლის 25–26 ივნისს ჩატარდა, თუმცა, შედეგები მხოლოდ ახლა გახდა საჯარო.

კვლევის თანახმად, რომლის დროსაც რუსეთის 46 ოლქის 138 დასახლებულ პუნქტში, მხარესა და რესპუბლიკაში, 1600 ადამიანი იქნა გამოკითხული, რესპოდენტებმა ის ქვეყნები დაასახელეს, რომლებთანაც ერთიან, „ძმურ კავშირში“ კვლავ სიამოვნებით იცხოვრებდნენ, თუ ისინი რუსეთთან ერთ ქვეყნად გაერთიანებას მოისურვებდნენ.

ბელორუსის, უკრაინის, ყაზახეთის და სომხეთის ლიდერი ოთხეულის შემდეგ, მეხუთე ადგილზე მოლდოვა გავიდა, 16 პროცენტით, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა შემდეგი პოზიცია გადაინაწილეს 14–14 პროცენტით, ევროკავშირში შესვლის მსურველი, გამოკითხულთა მხოლოდ 15 პროცენტი აღმოჩნდა, შემდეგ ადგილებზე კი ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და თურქეთი აღმოჩდნენ. რაც შეეხება საქართველოს, როგორც გაირკვა, სოციოლოგიური კვლევის რესპოდენტი რუსების 11 პროცენტს, ჩვენ ქვეყანასთან ერთიანი კავშირი სურს.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ „ხუთწლეულში“, ეს გამოკითხვა სისტემატურად ტარდება. როგორც ჩანს, რუსები დიადი „მძლე კავშირი ძმურის“ აღდგენის იდეას, ვერაფრით ელევიან და ნოსტალგიები კვლავ აწუხებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100