რით ემუქრება ქალს ინტიმური კავშირი სურვილის გარეშე
ზოგჯერ ქალი, სულ სხვადასხვა მიზეზების გამო - იქნება ეს ქმართან, საყვარელთან თუ „ბოი-ფრენდთან" - იძულებულია დაეთანხმოს პარტნიორს ინტიმურ ურთიერთობაზე ამ მომენტისათვის საკუთარი სურვილის უქონლად. მედიკოსების დაკვირვებით, ქალის ასეთი დათმობა უაღრესად ვნებს მის ჯანმრთელობას.
ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგთაგანი შეიძლება იყოს სასქესო ორგანოების ტრავმა. როდესაც სასქესო ორგანოები სათანადო აგზნების გარეშე ებმებიან სექსუალურ კავშირში, ისინი მოკლებულნი არიან სათანადო ჯირკვლების მიერ გამოყოფილ ბუნებრივ საცხს, რომელიც საშოს კუნთებს ელასტიურობას ანიჭებს. აგზნების გარეში დაწყებულ ინტიმურ კავშირს მოჰყვება საშოს კედლების ფიზიკური დაზიანება და კარი ეხსნება სხვადასხვაგვარ სახიფათო ინფექციას.
ასეთი სექსი გინეკოლოგიურ დაავადებათა მიზეზიც შეიძლება გახდეს - ინტიმური ურთიერთობის დროს სასქესო ორგანოებისკენ ხდება სისხლის ნაკადის მიდინება, ხოლო სექსუალური განტვირთვის არარსებობის შემთხვევაში ეს ნაკადი უკან ძალიან ნელა გაედინება - ხდება შეგუბება, რაც იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს საშვილოსნოსა და საკვერცხეებში. მედიკოსთა მონაცემებით, საშვილოსნოს მიომის მქონე ქალების 70%-ს, როგორც წესი, აქვთ ორგაზმის პრობლემები.
მსგავს ვითარებაში გასათვალისწინებელია ჰორმონალური ძვრების საშიშროებაც - აგზნების პროცესში ორგანიზმში ხდება სიხარულის ჰორმონ ენდორფინის გამომუშავება, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე. არასასურველი სექსის დროს ქალი გულსა და სისხლძარღვებს აყენებს ზედმეტ დატვირთვას. ასეთი დატვირთვის შემდეგ ჰორმონალური ბალანსის აღდგენას მთელი ერთი საათი სჭირდება, მაშინ, როდესაც სასურველი ინტიმის შემდეგ ეს ბალანსი 10 წუთში დგება ნორმაში.
მამაკაცის ხათრით ჩატარებული სექსუალური აქტი არ ანიჭებს ქალს არავითარ სიამოვნებას. და თუ ეს ხდება რეგულარულად, მას შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა სახის ფსიქიკური დარღვევებიც - ასთენიური სინდრომიდან მოკიდებული თვით ნევროზის ჩათვლით. ხოლო იმისათვის, რომ ქალი ყოველთვის აღწევდეს სექსუალურ ურთიერთობაში კმაყოფილებას, მას აუცილებლად სჭირდება ინტიმური ურთიერთობის და ალერსის მიმართ სათანადო განწყობა, თანაც მამაკაცისაგან არა ვალის მოსახდელად წარმართული, არამედ მთელი გულითა და სიყვარულით ნაკარნახევი!
კომენტარი