EPP: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანოს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობას ეხმიანება ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება. სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას - მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში.
განცხადებას EPP ტვიტერის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე შეშფოთებას გამოთქვამს.
განცხადებაში ევროპელი პოლიტიკოსები ასევე წერენ რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ნებისმიერი გაუარესებაზე პასუხისმგებელი სწორედ მმართველი პოლიტიკური ძალა იქნება.
კომენტარი