სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მშობლები აყვანილ შვილებს საჭმელს არ აჭმევდნენ, რის გამოც ბავშვებმა კედლებიდან საღებავების ჭამა დაიწყეს

პენსილვანიელმა ცოლ-ქმარმა დანაშაული აღიარა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბავშვებთან სასტიკ მოპყრობაში ამხილა. სამი მცირეწლოვანი საკუთარი საძინებლის კედლებიდან საღებავს ჭამდა, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ, მშბლები პატარებს საკვებს არ აძლევდნენ - წერს გამოცემა People.

ბავშვები, რომლებიც 34 წლის ჯოშუა უაინტმა და მისმა მეუღლემ 39 წლის ბრენდმა იშვილეს და რომელთა ასაკიც 4, 5 და 6 წელია, ექიმმა გასინჯა და დიაგნოზის მიხედვით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პედიატრის თქმით, პოლიცია ცოტაც რომ დაეგვიანა, ისინი უკვე ცოცხლებიც აღარ იქნებოდნენ.

პოლიცია უაინტების სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც ანონიმური ზარი განხორციელდა 911-ზე. მცირეწლოვანები გამოკეტილნი იყვნენ ნესტიან ოთახში, სადაც ავეჯიც კი არ იდგა. საღებავი კედლებიდან იმ სიმაღლეზე იყო ჩამოფხეკილი, სადამდეც ბავშვები მისწვდნენ.

როგორც დამნაშავეებმა ჩვენებაში აღნიშნეს, წყვილმა სამივე ბავშვი შვილად აყვანიდან მალევე დატოვა უყურადღებოდ, რადგან მიხვდნენ, რომ ბავშვები მათ ღლიდნენ. დაზარალებული მცირეწლოვანები უკვე ახალ ოჯახებში იზრდებიან, რაც შეეხებათ დამნაშავეებს, მათ 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100