სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის ქუჩებში პოლიციელების მიერ მოქალაქეების გაჩერებისა და გაჩხრეკის ფაქტები გახშირდა

„თბილისის ქუჩებში პოლიციელების მიერ მოქალაქეების გაჩერებისა და გაჩხრეკის ფაქტები გახშირდა“ - ამ ინფორმაციას საინფორმაციოსააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ინტერპრესნიუსს" დაუკავშირდნენ მოქალაქეები, რომელთა განცხადებით , პოლიციამ ისინი ქუჩაში გააჩერა და საბუთების წარდგენა სთხოვა.

"მანქანით ვმოძრაობდით საბურთალოს ქუჩაზე, პოლიციამ გაგვაჩერა, გვთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა, შეგვიმოწმა ჯიბეები, ჩანთები, მანქანის საბარგული. როდესაც ვკითხეთ შემოწმების მიზეზი, არაფერი გვითხრეს," – გვითხრა ერთ-ერთმ მოქალაქემ.

ანალოგიური შემოწმების შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" კიდევ რამდენიმე მოქალაქემ მიაწოდა.

შსს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ამ თემაზე განმარტება უწყებამ 24 აგვისტოს უკვე გააკეთა.

შსს-ს მიერ 24 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პოლიცია 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100