სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე გეი ვარ და ქალი შემიყვარდა

(2014 წლის ნოემბერში ჟურნალ ელის ამ სტატიამ ამერიკელ მკითხველებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ჩვენ არ ვიცით როგორ არიან სტატიის გმირები დღეს, თუმცა მანჰეტენელი გეის ნაამბობს მაინც გიზიარებთ.)

ტრადიციულ და რელიგიურ ოჯახში ვიზრდებოდი, თუმცა მას შემდეგ რაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ, საკუთარ თავთან პრობლემები გამიჩნდა. ვაკეთებდი ყველაფერს ისე როგორც ჩემი ძმა და სხვა თანატოლი ბიჭები, პირველი სექსის ყველასათვის სასურველ "ბარბი" გოგონასთან მქონდა. თუმცა ასაკთან ერთად ყველაფერი შეიცვალა.

22 წლის ასაკში უკვე ვხვდებოდი და მეძინა ყველა მანჰეტენელ კაცთან. თუკი მანამდე ქალებთან ურთიერთობა ჩემში მხოლოდ დაძაბულობას იწვევდა, მას შემდეგ რაც მივხვდი რომ გეი ვიყავი, თავისუფლება ვიგრძენი.

თუმცა შემდეგ მე შევხვდი სერენას.

ის პირველად სამსახიობო კურსებზე დავინახე. ისეთი ლამაზი იყო, ქერა დიდი კულულებით, გრეისი კელის გავდა. შემდეგ ბარშიც ვნახე, ცოტა დავლიეთ და ერთმანეთი უკეთ გავიცანით. მაშინ პირველად გავიფიქრე, ხომ შეიძლებოდა მე ის შემყვარებოდა.

სერენამ იცოდა, ჩემი ორიენტაციის შესახებ. მაგრამ მას შემდეგ რაც მივხვდი, რომ მისით მოჯადოებული ვიყავი, ამის მალვა დავიწყე, ვიქცეოდი და ვსაუბრობდი ისე რომ ეფიქრა თითქოს ბისექსუალი ვარ.

ერთ ღამესაც, როდესაც მეგობართან ფართი იმართებოდა, ჩვენც იქ ვიყავით, თუმცა მუსიკის ხმა არც ერთ ჩვენთაგანს არ გვაძინებდა, მე გადავწყვიტე ჩემი თავი დამეტესტა და ვაკოცე. იმ მომენტში თითქოს მთელი ნიუ-იორკი გაჩუმდა, ვიგრძენი, რომ იქ მხოლოდ ჩვენ ვიყავით, გვიყვარდა ერთმანეთი და თითქოს ყველა სასიყვარულო სიმღერა თუ ფილმი ჩვენზე იყო. მაგრამ წამიერად ჩემი ორიენტაცია გამახსენდა, ყველა კაცი და ყველა ის შეუსწავლელი შეგრძნება რაც კი მქონია. მაშინ სერენას ვუთხრაი, რომ ერთად ვერ დავწვებოდით, მანაც თავი დაბნეულად დამიქნია.

ერთ დღესაც, კოლეჯში რეპეტიცია გვქონდა, სერენა კი თავის როლს ასრულებდა. მისი გმირი იყო გოგონა, რომლის ქამრსაც მასთან სექსი არ უნდოდა. სერენა თამაშისას ძალიან დაბნეული იყო, ბოლოს კი ერთ ადგილას გაიყინა და თამაში შეწყვიტა. მასწავლებელი თხოვდა სცენა გაეგრძელებინა, თუმცა მან მოულოდნელად ტირილი დაიწყო. ყველამ იფიქრა, რომ სერენას როლის შეეშინდა ან ტექსტი დაავიწყდა. თუმცა მე ვიცოდი, რომ ეს ჩემი ბრალი იყო.

ადრე, სანამ ქალებს ვხვდებოდი, მუდამ ვამბობდი, რომ ქალები ჩემი კოკაინი იყო, ისინი მაძლევდნენ ენერგიას, სერენას ნახვის შემდეგ მე ეს ხელახლა განვიცადე. მივხვდი, რომ დღემდე ასე იყო! ქალები იყვნენ ჩემი ნარკოტიკები. მივხვდი, რომ ემოციურ კავშირს მხოლოდ მათთან განვიცდიდი. მე ნელ-ნელა მივხვდი, რომ სერენა იყო ის ერთადერთი, რომელთანაც რაღაც მეტი მინდოდა. მინდოდა გავმხდარიყავი მთლიანი და ჩვენ შეყვარებულები გავხდით.

გაზაფხულის ერთ წვიმიან დღეს, ჩვენი 9 თვიანი ურთიერთობის შემდეგ, მე სერენას ვუთხარი, რომ ისევ გეი ვიყავი და ჯობდა დავშორებოდით. მან ეს ძალიან განიცადა, მე კი მხოლოდ მაშინღა მივხვდი, რომ მიყვარდა.

გავიდა დრო, ჩვენ დავამთავრეთ კოლეჯი. სერენა გათხოვდა, შვილიც ეყოლა. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვმეგობრობდით. მეც ახალი ურთიერთობა დავიწყე გერმანელ კაცთან. მაშინ მასზე ძალიან შეყვარებული ვიყავი. გერმანიაშიც გადავედი მასთან საცხოვრებლად, მაგრამ 2 თვეში უკან, აშშ-ში დავბრუნდი.

ახლა სანამ ამ წერილს დავწერდი, სერენას დავურეკე და ჩემი გერმანული "ლავ სთორი" მოვუყევი. ბოლოს კი დავაყოლე ჩემს გულს მხოლოდ შეუძლებელი რაღაც სურსთქო, მახსოვსო მიპასუხა. მერე წარსულის მოგონება დავიწყეთ, ამან გაგვაბედნიერა, თითქოს ისევ გვერდი-გვერდ ვიწექით.

მერე სერენას ბავშვი ატირდა და მას ტელეფონის გათიშვა მოუწია. სერენას შვილი ჩემი ნათლულია. მე ვხვდები, რომ ეს პატარა ბიჭი ჩვენ ორივეს შეგვიძლია ერთნაირად გვიყვარდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100