სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უზბეკი ახალგაზრდა ბარაქ ობამას მოკვლას გეგმავდა

როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამაზე თავდასხმა იგეგმებოდა. პრეზიდენტის მოკვლას, უზბეკეთის მოქალაქე, ულუგბეკ კოდიროვი აპირებდა. ამერიკის სპეცსამსახურებმა მისი გამოაშკარავება და კოდიროვის საწყის ეტაპზევე დაკავება შეძლეს.

უზბეკი ახალგაზრდა ამერიკაში 2009 წელს, სტუდენტური ვიზით ჩავიდა, მაგრამ არცერთ უნივერსტეტში არ ჩაუბარებია. რის გამოც, ვიზა გაუუქმდა. სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად, კოდიროვმა, ბარაქ ობამაზე ტერაქტის განხორცილების დაგეგმვა დაიწყო. ამით ისლამისტი ექსტრემისტების მხარდაჭერის გამოხატვა სურდა. იგი, პრეზიდენტისთვის, ახლო მანძილიდან სროლას, ან მის აფეთქებას აპირებდა, მაგრამ გეგმები მას შემდეგ ჩაეფუშა, რაც თავისი ჩანაფიქრი, ერთ თავის ნაცნობს განდო, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორი აღმოჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100