სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პრეზიდენტი თვლის, რომ თავისი უახლოესი ნათესავი კომისიის გარეშე უნდა შეიწყალოს"

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გოკა გაბაშვილი პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას აფასებს:

„მარგველაშვილი თვლის, რომ მაგალითად, 27 წელმისჯილი, ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში ბრალდებული უგარ ალიევი კომისიის რეკომენდაციის გარეშე უნდა შეიწყალოს. პრეზიდენტი მარგველაშვილი თვლის, რომ თავისი უახლოესი ნათესავი, რომელიც ძალადობრივი დანაშაულისთვის 17 წელმისჯილი იყო, კომისიის რეკომენდაციის გარეშე უნდა შეიწყალოს. ამავე დროს, სრულებით ცინიკურ განცხადება გააკეთა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებზე, მაგალითად გიგი უგულავაზე, როცა იგივე ნაბიჯზე თქვა უარი“, - აცხადებს გაბაშვილი.

როგორც ცნობილია, მარგველაშვილმა გაპრეზიდენტებისთანავე შეიწყალა მისი სამჯერ გასამართლებული ცოლის ძმა, რომელიც ბოლოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის 17 წლიან სასჯელს იხდიდა (შეწყალების მომენტში მისჯიდან ორი წელიც კი არ იყო გასული). განაჩენში წერია რომ მარგველაშვილის ცოლის ძმამ და მისმა თანამზრახველმა ლესელიძეზე, ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. აღსანიშნავია რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში, მარგველაშვილის ცოლის ძმა ნარკოდანაშაულისათვის პირობით სასჯელს იხდიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100