მე არ ვარ არც ავადმყოფი და არც ჰორმონალურ დარღვევებს ვუჩივი
გიორგი ქისტაური იმ ადამიანებს პასუხობს ვინც უარყოფითი შიანაარსის კომენტარებსა და მესიჯებს სწერს. ქისტაურის სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
„მე მყავს მშობლები და მყავს დედა, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, იშვიათია ასეთი ყურადღება და სიყვარული შვილისადმი და მართლა ყველას ვუსურვებ რომ იგივე ურთიერთობა ქონოდეს მშობელთან.
დედაჩემს რომელსაც ასე ვუყვარვარ, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემთვის, რომლისთვისაც ერთადერთი ვარ, რომელმაც საკუთარი ცხოვრება გვერდზე გადადო ჩემს გამო, მგონი არალოგიკურია რომ მას ცუდი უნდოდეს ჩემთვის.
თქვენ როდესაც მიწერთ ასეთ საშინელ კომენტარებს რომ ვარ ავადმყოფი, მაქვს ჰორმონალური დარღვევები , თქვენი აზრით დედაჩემი, ისეთი ადამინი როგორიც მაღლა დავახასიათე, ერთხელ არ მეტყოდა ამას? არ მომცემდა შენიშვნას? თუ მართლა ავადმყოფი ვარ, მაგას დაასწრებდით ვიღაცა ზოები და მაიები ამის თქმას?
მე არ ვარ არც ავადმყოფი და არც ჰორმონალურ დარღვევებს ვუჩივი, ასეთი რომ ვიყო მყავს დედა და მამა, ვინც ამას თქვენამდე გაცილებით ადრე მეტყვის და მომხედავს“ - წერს ქისტაური.
კომენტარი