სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საქართველოში უკვე ნორმადაა დამკვიდრებული ჟურნალისტების ცემა ან სხვაგვარი შევიწროება" - ნიკა გვარამია

დღეს, წყალტუბოში მომხრად ფაქტს, სადაც ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება. დრონი.ჯი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

საქართველოში უკვე ნორმადაა დამკვიდრებული ჟურნალისტების ცემა ან სხვაგვარი შევიწროება, რაც ხელისუფლების მხრიდან მედიაზე სისტემატიური თავდასხმებისა და ძალადობის წახალისების პირდაპირი შედეგია!

ჩვენს ჟურნალისტს ედიშერ მუშკუდიანსა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. გაფრთხილებთ, თუ მყისიერად და სრულფასოვნად არ გამოიძიებთ ამ საქმეს და ამ დანაშაულში მონაწილე ნებისმიერი პირი თუ დააღწევს პასუხისმგებლობის მთელი სიმკაცრით დასჯას, მაშინ დამატებითი მოკვლევისა და მტკიცებულებების გარეშე, ამ დანაშაულის ორგანიზებასა და განხირციელებში ერთადერთ და მთავარ ბრალეულად ჩავთვლით საქართველოს ხელისუფლებას!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100