სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უგულავა ღარიბაშვილს: ბაქი-ბუქს სჯობია შენი ბჟუტურა მინისტრი დასაჯო

ამ ბაქი-ბუქს სჯობია შენი ბჟუტურა მინისტრი დასაჯო აწი რომ ნაკლები სისულელე ილაპარაკოს.“ - აღნიშნული კომენტარი გააკეტა გიგი უგულავამ პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებაზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს რარიბაშვილი შსს მინისტრის ჭიკაიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში ვერავინ შეძლებს რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილაზაციის შესახებ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, თუ ვინმეს აღნიშნულის მცდელობა ექნება, ის "ძალიან მკაცრად დაისჯება".

"ვერავინ გაბედავს რაიმე ფორმით, რაიმე სახით, რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას. თუ ვინმეს ამის მცდელობა ან სურვილი ექნება, ის ძალიან მკაცრად დაისჯება- ვინც არ უნდა იყოს. მინდა ყველას მაქსიმალურად სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ, დაგამშვიდოთ და სრული პასუსხიმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ შეძლებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა "იმ მიუღწეველ სურვილებზე ისაუბრა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს რომელიმე არანორმალურ ადამიანს".

"რა ინფორმაცია არსებობს ამასთან დაკავშირებით, დეტალურად საუბარი ჩემგან არასწორი იქნება, ამაზე ისაუბრა მინისტრმა და ჯობია, რომ მან განმარტოს. მე ვფიქრობ, რომ რაიმე საგანგაშო მასში არაფერი ყოფილა. მინისტრმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ქვეყანაში და იმ მიუღწეველ სურვილებზე, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს რომელიმე არანორმალურ ადამიანს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100