"ჩემი, ჩემი ყველაზე საუკეთესო" - ნახეთ, რას აქვეყნებს გარდაცვლილი 31 წლის ფეხბურთელის მეუღლე
"ჩემი, ჩემი ყველაზე საუკეთესო" - გარდაცვლილი 31 წლის ფეხბურთელის შოთა მამინაშვილის მეუღლე ალისა ჟარიკოვა ფეისბუქზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც შოთას საუკეთესო თამაშების კრებულია.
შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს , ბათუმის "დინამოს" ყოფილი მეკარე შოთა მამინაშვილი გარდაიცვალა.
შოთა, წარსულშიდინამოს მეკარის, მწვრთნელის იური მამინაშვილის შვილი და ბათუმის საფეხბურო სკოლის აღზრდილი გახლდათ.
უბედური შემთხვევა საფეხბურთო მოედანზე - „ზუგდიდის“ ფეხბურთელი მატჩის დაწყების წინ მოხდა. დღეს ეროვნული ლიგა 2-ის XXIX
ტურში „ვიტ ჯორჯია“ „ზუგდიდს“ მასპინძლობდა. „მცხეთა პარკზე“ მატჩის დაწყებამდე სტუმართა გუნდის მეკარე, შოთა მამინაშვილი ცუდად გახდა და გონება დაკარგა.
როგორც გუნდის დირექტორმა, რევაზ პერტაიამ განაცხადა ფეხბურთელი ცუდად თამაშის დაწყების წინ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
31 წლის შოთა მამინაშვილი ბათუმის „დინამოში“ გაზრდილი იყო, „ზუგდიდში“ კი 2017 წლიდან თამაშობდა . დინამოს მაისურით შოთამ 60 ზე მეტი მატჩი ჩაატარა.
კომენტარი