ზურა სალუქვაძემ ქართველ ჰომოფობებს მიმართა: „ამაზრზენია, მაგრამ...“
სოციალურ ქსელში აქტიური, აშშ-ში მცხოვრები, ქართველი, პოეტი ზურა სალუქვაძე მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს. ამჯერად სალუქვაძე საქართველოში სექსუალური უმცირესობის თემას ეხება.
“ის რომ ჩემთვის ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსსექსუალების და ა.შ. სუბიექტების ცხოვრების სტილი ამაზრზენია, ეს იმას არ ნიშნავს რომ მათი მოქალაქეობრივი უფლებები რამით ნაკლებია ჩემს ჩემს მოქალაქეობრივ უფლებებზე, ასევე ის რომ ისინი სხვანაირად ცხოვრობენ და უმცირესობაში არიან ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ მეტი უფლებები უნდა ჰქონდეთ ვიდრე მე ან სხვა ჩვეულებრივ ადამიანს.
ძალადობა ყოვლად მიუღებელია ჩემთვის და გამოვხატე კიდეც ჩემი აზრი შარშან ამ თემასთან დაკავშირებით როდესაც ბევრად ამაზრზენი იყო ჩემთვის ათასობით "პატრიოტი ქართველის" საქციელი 17 მაისის საპროტესტო გამოსვლისას, როდესაც 50 ადამიანის წინააღმდეგ ლამის მთელი საქართველო გამოვიდა და ეს ხდებოდა ზუსტად მაშინ როდესაც რუსეთმა ძალიან ბევრი მეტრით გადმოგვიწია საზღვარი, სადაც ამ "პატრიოტების" 2%-ს უბრალოდ პროტესტიც კი არ გამოუთქვამთ ამ საკითხთან დაკავშირებით რამეთუ მათ ხომ რუსთაველის გამზირზე დიდებულ და ძლევამოსილ გამარჯვებას მიაღწიეს გეების წინააღმდეგ (ის რომ შარშან ლამის მთელი საქართველო გამოვიდა ეს ნორმალურია ჩემთვის, მაგრამ მათი უმრავლესობის საქციელი იყო ჩემთვის ამაზრზენი)
ასევე სრულიად მიუღებელია ჩემთვის ვუყურებდე თუ როგორ აღლუმობენ ტიტველი ადამიანები ქუჩაში იმის ძახილით რომ ისინი ამაყები არიან რომ არიან განსხვავებული ორიენტაციის (ევროპაში და ამერიკაში ამის მეტი მაგალითი რა არის, ანუ ერთ დღეს საქართველოშიც ასე იქნება, ყოველშემთხვევაში მათი ერთ-ერთი მიზანი ესაა და ამაში ნურავინ შემედავება რომ ისინი ამაზე არ ფიქრობენ), იყავით რაც გინდათ და იცხოვრეთ როგორც გინდათ მაგრამ თავზე ნუ დააჯდებით სხვა არა არატრადიციულ ადამიანებს, არ ჩატარდეს აღლუმი არ ნიშნავს იმას რომ თქვენი უფლებები ირღვევა ან ვინმეს ააქვს უფლება ცემოს და შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანს რომელიც მისი შეხედულებით "ამაზრზენად" ცხოვრობს.
არავის არ გვაქვს უფლება განვსაჯოთ სხვა მისი ცხოვრების სტილის გამო მაგრამ თავზეც ნუ გადაიჯვამთ თქვენი თავისუფლებით გინდათ გეები იყავით, გინდათ პატრიოტები და გინდათ პოლიტიკოსები !” - წერს სალუქვაძე
კომენტარი