
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ იტყობინება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ იტყობინება:
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან და ღამის საათებში შესაძლებელია ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
4 აპრილს შედარებით გამოიდარებს, ნალექი ზოგან შეწყდება, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.
კომენტარი