IFC და კანადის მთავრობა ხელს უწყობენ ენერგოეფექტიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას და სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში
საქართველო, თბილისი, 31 მაისი, 2013-საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, კანადის მთავრობის მხარდაჭერით ხელს უწყობს კომპანიას „m² უძრავი ქონება" საქართველოში ენერგოეფექტიანი, ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი საცხოვრებელი სახლების პროექტების განხორციელებაში.
IFC-ი „m² უძრავ ქონებას" გამოუყოფს დაახლოებით 14 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის განახლებად გრძელვადიან სესხს. ამ თანხიდან დაახლოებით 4 მლნ. აშშ დოლარი IFC–კანადის კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების პროგრამიდან გამოიყოფა. დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოში ურბანული ინფრასტრუქტურის გაფართოებას მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტიანი მრავალბინიანი სახლების აშენების გზით. Pპროექტი შექმნის სამუშაო ადგილებს სამშენებლო სექტორში და გაზრდის საბინაო-კომუნალური მეურნეობების საქმიანობას.
"ჩვენი პროექტების დასაფინანსებლად განვითარებაზე ორიენტირებულ საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებული მუშაობით კომპანია „m² უძრავი ქონება" მიზნად ისახავს მომხმარებლებს შესთავაზოს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და თანამედროვე საცხოვრებელი ბინები,” განაცხადა „m² უძრავი ქონების" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ბურდილაძემ. “დაფინანსება კომპანიას დაეხმარება თბილისის ცენტრში სამი ახალი პროექტის განხორციელებაში და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებაში.”
პროექტი ითვალისწინებს ისეთი შენობების დაპროექტებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგიის, წყლის და მასალების ეფექტიან გამოყენებას და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესუსტებას. კანადის მთავრობის ქმედითი წვილილი უზრუნველყოფს ფინანსური პაკეტის სიცოცხლისუნარიანობას.
"ეს პროექტი არის მაგალითი კანადის მცდელობისა რეაგირება მოახდინოს კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შექმნის სამომავლო შესაძლებლობებს მსოფლიოს მასშტაბით გარემოს დაცვის გასაუმჯობესებლად”, განაცხადა კანადის გარემოს დაცვის მინისტრმა ბ-ნმა პიტერ კენტმა.
IFC -ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში თომას ლუბეკმა აღნიშნა: “ეს არის IFC –ის პირველი ინვესტიცია საქართველოში ბინათმშენებლობის განვითარებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ახალი, მაღალხარისხიანი სახლების მშენებლობას და შედეგად, ოჯახების ცხოვრების დონის ამაღლებას. Aამ ინვესტიციის მეშვეობით ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს რესურსების ეფექტიან გამოყენებას, სამუშაო ადგილების შექმნას და სექტორის მიმართ ინვესტორთა ნდობის ამაღლებას.”
საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 607 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 49 პროექტში. IFC-ის ინვესტიციებმა ასევე ხელი შეუწყო რეგიონული პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. გარდა ამისა, IFC –ის საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით წვლილი შეაქვს კერძო სექტორის განვითარებაში.
IFC-კანადის კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების პროგრამა
IFC-კანადის კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების პროგრამა ხელს უწყობს კერძო სექტორში სუფთა ენერგიის გამოყენებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსებას. კანადის მთავრობის მიერ IFC–ისთვის ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება წარმოადგენს 2010-2011 წლებისთვის განსაზღვრული მთლიანი სწრაფი დაფინანსების ნაწილს. კოპენჰაგენის შეთანხმების შესაბამისად, განვითარებულმა ქვეყნებმა აიღეს დაახლოებით 30 მლრდ. აშშ დოლარის მოცულობის სწრაფი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულება 2010-2012 წლებში განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით. Kკანადის მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში ქვეყანა გამოყოფს 1.2 მლრდ. კანადურ დოლარს კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების ახალი და დამატებითი დაფინანსებისთვის სამი წლის განმავლობაში (2010-2013 ფისკალური წლები).
IFC-ის შესახებ
IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ექსკლუზიურად კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ ვეხმარებით განვითარებად ქვეყნებს მიაღწიონ მდგრად განვითარებას ინვესტიციებით, საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე კაპიტალის მობილიზების და მეწარმეებისა და მთავრობებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გზით. 2012 ფინანსურ წელს, ჩვენმა ინვესტიციებმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 20 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ჩვენმა საქმიანობამ ხელი შეუწყო კერძო სექტორს სამუშაო ადგილების შექმნაში, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და მსოფლიოში განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.
„m² უძრავი ქონება"
„m² უძრავი ქონება" 2006 წელს დაარსდა. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: უძრავი ქონების განვითარება, დეველოპმენტი, ქონების (საკუთრების) მართვა და მენეჯმენტი, პროექტების მართვა და საბროკერო მომსახურება. „m² უძრავი ქონების" აქციონერები სხვადასხვა დროს იყვნენ წამყვანი და დასავლური ფონდები, რომლებსაც ჯამში 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული კომპანიაში. კომპანიამ „m² უძრავი ქონება" წარმატებით განახორციელა სამშენებლო პროექტი ჩუბინაშვილის ქუჩაზე. Aამ დროისთვის მიმდინარეობს მეორე ანალოგიური სამშენებლო პროექტი “m² იპოდრომზე”, რომელიც 2014 წელს დასრულდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.m2.ge
კომენტარი