სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯეიმს ბლანტმა ქართველ მსმენელს ქართულ ენაზე მიმართა

გრემის ხუთგზის ნომინანტი ბრიტანელი ვარსკვლავი მიხეილ მესხის სახელობის არენაზე - ჯეიმს ბლანტმა ქართველ მსმენელს 26 მაისი კონცერტით მიულოცა


26 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (ლოკომოტივი) ბრიტანელმავარსკვლავმა ჯეიმს ბლანტმა კონცერტი გამართა და მსმენელს ქართულად მიესალმა -„გამარჯობა“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვითა და რამდენიმექართული სიტყვის ცოდნით, მომღერალმა, მსმენელის გული მალევე მოიგო; საოცარიქარიზმატულობის, ენერგიულობისა და დამახასიათებელი ბრიტანული იუმორისსაშუალებით კი ჯეიმს ბლანტმა, მარტივად მოახერხა აუდიტორიის აყოლიება დამათთვის ჯადოსნური საღამოს შექმნა.სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრისთვის მანთითქმის ორი საათის განმავლობაში იმღერა.

ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ყველასთვის ნაცნობი სიმღერები შეასრულა მისი ბოლო ალბომიდან "Afterlove". დაახლოებით ორსაათიანი პროგრამის განმავლობაში მუსიკოსმა რამდენიმე ქართული სიტყვა წარმოთქვა და ქართველ მსმენელს მადლობა მშობლიურ ენაზე რამდენჯერმე გადაუხადა. მან სცენიდან სტადიონზე მყოფ მაყურებლებთან ერთად „სელფიც“ გადაიღო და აღნიშნა, რომ საქართველოში სტუმრობით მოხარულია. უამინდობის მიუხედავად, მომღერალმა ქართველი მსმენელი თავისი მუსიკით აღაფრთოვანა. ისინი ჯეიმს ბლანტთან ერთად ასრულებდნენ ცნობილ ჰიტებს, მათ შორის You're Beautiful-სა და Goodbye My Lover-ს.

განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა მომღერლის სურვილი, რომელმაც მსმენელს ჩამუხლვა, შემდეგ კი განათება სთხოვა. აციმციმებული სტადიონი ჯეიმს ბლანტის დაუვიწყარი მუსიკის ფონზე მართლაც შთამბეჭდავ ეფექტს ქმნიდა.

"ნახვამდის, Happy Birthday Georgia, იმედია, მალე შევხვდებით", - ასე დაემშვიდობა ბლანტი კონცერტის დასრულებისას ქართველ მსმენელს.

ჯეიმს ბლანტი პირველი სოლო მომღერალია, რომელიც Black Pearl Live მოწვევითა და ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად 26 მაისისთვის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრა და ფესტივალში "დამოუკიდებლობის დღე" მიიღო მონაწილეობა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ფესტივალის საერთო ენა მუსიკა გახლდათ, რომელმაც ქართველი და უცხოელი მსმენელი გააერთიანა. ქართველ მსმენელს კი საშუალება მისცა, გამხდარიყვნენ მნიშვნელოვანი ტურნეს მონაწილე.

ჯეიმს ბლანტის სცენაზე გამოსვლამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჯგუფებმა - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა), ასევე ქართულმა როკ ჯგუფებმა Young Georgian Lolitaz და Loudspeakers.

თინათინ სამყურაშვილი, "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი, ფესტივალის საორგანიზაციოჯგუფის წევრი:

“ფესტივალმა 4 კონცერტი გააერთიანა. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში, რომელიცსაქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, მონაწილეობდნენ, როგორც ქართველიშემსრუებლები, ასევე ქართველი უცხოელები. ფესტივალი ქართული ყველაზეპოპულარული როკ-ჯგუფებით გაიხსნა. ასევე მოწვეული გვყავდა სამხრეთ აფრიკიდანპოპულარული ჯგუფი, ამერიკაში ემტივის ჩარტების მონაწილე ჯგუფი, თუმცაფესტივალის მთავარი ვარსკვლავი 43 წლის მომღერალი და გრემის ხუთგზის ნომინანტი, ჯეიმს ბლანტი იყო. ფესტივალი "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგებში ჩატარდა და საქართველოსდამოუკიდებლობის დღეს მიეძარვნა. მნიშვნელოვანია ის, რომ საპრომოუშენო კომპანია "Black Pearl Live" საქართველოში პროექტებს სწორედ ამ ღონისძიებით იწყებს”.

ჯეიმს ბლანტს სახელი გაუთქვა 2005 წელს გამოცემულმა ალბომმა Back to Bedlam დასინგლებმა „You're Beautiful“ და „Goodbye My Lover“. მის რეპერტუარს შეიძლებაეწოდოს აკუსტიკური პოპის, როკ-მუსიკისა და ხალხური მუსიკის სინთეზი. დამოუკიდებელ ლეიბლზე Custard Records ჩანაწერების გამოცემის შემდეგ ბლანტმამიიღო ბრიტანული მუსიკის ორი, MTV-ს ვიდეოს ორი და აივორ ნოველოს ორი ჯილდო. 2006 წლისათვის იგი გრემის ხუთ ჯილდოზე იყო ნომინირებული. შემდეგ წელს გამოიცამისი მეორე ალბომი All the Lost Souls (2007). ბლანტის მესამე ალბომი Some Kind of Trouble გამოვიდა 2010 წლის ნოემბერში. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ბლანტის 18 მილიონზე მეტი ალბომი, ხოლო სადებიუტო, Back to Bedlamმოხვდა ბრიტანეთში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100