სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი, "გაცვეთილი ფეხსაცმელი", რომელსაც სოცქსელებში განხილვა მოჰყვა

"პარიზელი უსახლკარო", თუ უკრაინის ომის თემატიკა - რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი, "გაცვეთილი ფეხსაცმელი", რომელსაც სოცქსელებში განხილვა მოჰყვა "პარიზელი უსახლკარო", თუ უკრაინის ომის თემატიკა - რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი, "გაცვეთილი ფეხსაცმელი", რომელსაც სოცქსელებში განხილვა მოჰყვა "ბა­ლენ­სი­ა­გამ“ ახა­ლი სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი, სა­ხელ­წო­დე­ბით - Paris Sneaker წა­რად­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინ­სტაგ­რამ­ზე" Demnagram აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მისი შე­ძე­ნა ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ფეხ­საც­მლის ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ის ტა­ლახ­ში ამოს­ვრილ და გაც­ვე­თილ ფეხ­საც­მელს შე­ა­და­რა. ზო­გი­ერ­თის აზ­რით, ფეხ­საც­მელ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას დემ­ნას­თვის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი უსახ­ლკა­რო, ღა­რი­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და ეს დი­ზა­ი­ნე­რის მცდე­ლო­ბაა, რომ ისე­თი სა­მო­სი, რო­გო­რე­ბიც ამ ადა­მი­ა­ნებს აც­ვი­ათ, ტრენ­დად და მო­დის მტა­ვარ ტენ­დენ­ცი­ად აქ­ცი­ოს. ფიქ­რო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ეს უკ­რა­ი­ნის ომის თე­მა­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა იყოს და დემ­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჯა­რის­კა­ცის, ბრძო­ლე­ბის გამო, ჯა­რის­კა­ცის გაც­ვე­თი­ლი ფეხ­საც­მე­ლი წა­რუდ­გი­ნა. "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებს უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა: "ცოტა ხნის წინ უსახ­ლკა­რო ვნა­ხე ქუ­ჩა­ში, ასე­თი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა, თურ­მე ბა­ლენ­სი­ა­გა ყო­ფი­ლა“, "ბა­ლენ­სი­ა­გა მსოფ­ლი­ოს დას­ცი­ნის.“ "ალ­ბათ რა­ი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტია“ "ამ ფეხ­საც­მელს პა­რი­ზე­ლი უსახ­ლკა­რო უნდა ერ­ქვა.“ "დემ­ნა მიყ­ვარს, მაგ­რამ ეს სი­ღა­რი­ბის გა­ფე­ტი­შე­ბას ჰგავს", - წე­რენ კო­მე­ნა­ტა­რებ­ში. ფეხ­საც­მე­ლე­ბი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა და მხო­ლოდ 100 წყვი­ლია. თი­თოე7ული მათ­გა­ნის ფასი 625 დო­ლა­რია. "ეს არის ფეხ­საც­მე­ლი, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ატა­რებ", - ამ­ბო­ბენ ფრან­გუ­ლი მო­დის სახ­ლში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100