სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებული არჩილ თალაკვაძე, სავარაუდოდ, თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდება

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებულ არჩილ თალაკვაძეს „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელებს. ამის შესახებ „რუსთავი-2“ წერს.

ინფორმაციას, დედაქალაქის მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, კახა კალაძის ნაცვლად, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის შესაძლო დასახელების შესახებ, მმართველ პარტიაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ცნობისთვის, თალაკვაძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა და მას კახა კუჭავა ჩაანაცვლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100