სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლედი გაგა ოფიციალურად დაინიშნა - ახლა ყველა მის ნიშნობის ბეჭედს განიხილავს

გასულ დღეებში ლოს-ანჟელესში Elle Women In Hollywood Celebration-ის წვეულება იყო, რომელზეც 32 წლის მომრერალი ლედი გაგა თავის ბოიფრენდთან, 49 წლის კრისტიან კარინოსთან ერთად იმყოფებოდა.

იქ დამსწრე საზოგადოებამ შეამჩნია, რომ მომრერალს ნიშნობის ბეჭედი ეკეთა და ლედი გაგამაც აღარ დაიწყო უარყოფა - მან აღიარა, რომ უკვე ოფიციალურად დაინიშნა. ამის შემდეგ გავრცელდა ფოტოები, სადაც მისი ბეჭედი მკაფიოდ ჩანს.
საზოგადოებას ახალი საფიქრალი გაუჩნდა - ინტერნეტში ყველა იმაზე საუბრობს, რომ ლედი გაგას ნიშნობის ბეჭედი ქეით მიდლტონის ბეჭედს წააგავს, განსხვავება მხოლოდ ფერშია - ლედი გაგას ბეჭდის თვალი ვარდისფერია, ხოლო ჰერციგინიის - ცისფერი.
ბეჭდის ღირებულება 400 ათასი დოლარია. საფირონის თვალი 6 კარატიანია, გარშემო კი პატარა ალმასის თვლები აქვს შემოვლებული, რომლებიც 3-4 კარატიანებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100