სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება ენიჭებათ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება ენიჭებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის ~სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში.
მოქმედი კანონმდებლობით, წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს მხოლოდ კანონდამრღვევი პირის მისი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტის ტერიტორიიდან გაყვანა შეუძლია.
კანონპროექტის თანახმად კი, დაცვის თანამშრომელს მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და შემდგომში შსს-ისთვის გადაცემის უფლება ექნება.
საკანონმდებლო ინიციატივაში წერია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს შეეძლებათ მათ მიერ დაკავებულ პირების პირადი ნივთები და დოკუმენტაცია ჩამოართვან.
კომენტარი